ავტორიზაცია

ბარსელონა ზაფხულში უფასოდ კიდევ ერთ მაღალი დონის მარჯვენა მცველს დაიმატებს?

ბარსელონა ზაფხულში უფასოდ კიდევ ერთ მაღალი დონის მარჯვენა მცველს დაიმატებს?
თარიღი 16 ნოე 2021, 18:46

"ჩელსის" მარჯვენა მცველმა და კაპიტანმა, სესარ ასპილიკუეტამ შესაძლოა ზაფხულში ლონდონური კლუბის რიგები დატოვოს.

32 წლის ესპანელს "არისტოკრატებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება და როგორც ESPN იტყობინება, "ბარსელონა" სიტუაციის განვითარებას აკვირდება.

გავლენიანი გამოცემის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფრები" "ოსასუნას" აღზრდილის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას განიხილავენ, მისი გადაბირებით პირადად გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხავი ერნანდესია დაინტერესებული.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, "ბარსამ" უფასოდ 38 წლის ბრაზილიელი მარჯვენა მცველი, დანი ალვეში დაიმატა, რომელსაც სეზონის ბოლომდე გათვლილი კონტრაქტი გაუფორმა.

ცნობისთვის, ესპანეთის ეროვნული ნაკრების უკანახაზელი "ჩელსიში" 2012 წლის აგვისტოში "მარსელიდან" გადავიდა.

მიმდიანრე სეზონში ასპილიკუეტამ ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.