ავტორიზაცია

ნაპოლის მაკედონიელი ნახევარმცველი, რომელმაც რეალისა და ბარსელონას ყურადღება მიიპყრო

ნაპოლის მაკედონიელი ნახევარმცველი, რომელმაც რეალისა და ბარსელონას ყურადღება მიიპყრო
თარიღი: 16 ნოე 2021, 19:19

"ნაპოლის" ჩრდილომაკედონიელმა ნახევარმცველმა, ელიფ ელმასმა ესპანური გრანდების ყურადღება მიიპყრო.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელს "რეალი" და "ბარსელონა" აკვირდებიან.

მადრიდული გრანდის წარმომადგენლებიდან ელმასისადმი განსაკუთრებულ ინტერესს მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი იჩენს, რომელიც მას ნეაპოლში მუშაობისას წვრთნიდა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ნეაპოლელთა ნახევარმცველს კლუბთან 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში ელმასმა ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.