ავტორიზაცია

"გთხოვ, გახდი ჩვენი!" - ჰალ სიტის ფანები არველაძეს მიმართავენ

"გთხოვ, გახდი ჩვენი!" - ჰალ სიტის ფანები არველაძეს მიმართავენ
თარიღი 17 Nov 2021, 14:59

ჰალ სიტის ფანებს, რომელთა გუნდიც ჩემპიონშიფში მძიმე მდგომარეობაშია, კლუბში მთავარ მწვრთნელად ქართველის, შოთა არველაძის დანიშვნა სურთ.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა footballleagueworld-ის ჟურნალისტი ბენ უიგნალი ავრცელებს.

"აჯუნ ილიჯალის გეგმა, თუ ვინ გაწვრთნის ჰალს, როცა თურქი ბიზნესმენი კლუბს ჩაიბარებს, ჯერ არაა დასრულებული, თუმცა პრესაში ყველაზე დამაჯერებელ ვერსიად შოთა არველაძემ გაიჟღერა. 

ქართველ სპეციალისტს ბოლო კლუბში საოცარი შედეგები ჰქონდა. არველაძემ უზბეკურ ფახთაქორში თამაშების 73% მოიგო. ზოგად სამწვრთნელო კარიერაში კი თამაშების 51%-ში გამარჯვებას აქვს მიღწეული.

შოთა არველაძის პოსტმა სოციალურ ქსელში ყველაფერი ააფეთქა. ქართველმა ჰალ სიტის ქომაგებს მიანიშნა, რომ ის ბრიტანეთისკენ მიემგზავრება.

"ვეფხვების" გულშემატკივრები შოთა არველაძის შესახებ დიდი თაყვანისცემით და აღფრთოვანებით საუბრობენ. როგორც ჩანს, მათ რეინჯერსის ყოფილი გოლეადორის ვარიანტი მოსწონთ," - წერს ბენ უიგნალი საკუთარ რეპორტაჟში.

ამ მომენტისთვის შოთა არველაძის მომავალი უცნობია, თუმცა ჰალ სიტის გარდა საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი რუსულ კრასნოდარსაც დაუკავშირეს.

შოთა არველაძემ ტაშკენტის ფახთაქორში 3 წელი იმუშავა და იქ არსებული ყველა ტიტული მოიგო.