ავტორიზაცია

"რეალი მბაპესა და ჰოლანდის გადაბირებას გეგმავს", - მაკმანამანმა ასენსიოს სხვა კლუბი ურჩია

"რეალი მბაპესა და ჰოლანდის გადაბირებას გეგმავს", - მაკმანამანმა ასენსიოს სხვა კლუბი ურჩია
თარიღი 17 ნოე 2021, 18:36

"რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, სტივ მაკმანამანმა მადრიდული გრანდის ნახევარმცველს, მარკო ასენსიოს "არსენალში" გადასვლა ურჩია.

"ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სურს თავად მარკოს", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს Horseracing.net.

"თუ "რეალს" მბაპეს მიწვევა უნდა, აგრეთვე ჰოლანდის გადაბირებასაც ეცდება - ეს ასენსიოს გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს".

"ვფიქრობ, მას "არსენალი" დაიმატებდა. კარგი ბურთის ფლობა აქვს. მომენტებს ქმნის და "მეთოფეთა" სტილის შესაფერისია", - დასძინა მაკმანამანმა.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ესპანელმა ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.