ავტორიზაცია

ვინ არის პოგბასთვის ბრძოლაში ფავორიტი ამ დროისთვის? - Marca-ს ვერსია

ვინ არის პოგბასთვის ბრძოლაში ფავორიტი ამ დროისთვის? - Marca-ს ვერსია
თარიღი 17 ნოე 2021, 20:34

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბათი კვლავ ინტერესდება.როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე "სამეფო კლუბი" ყურადღებით დააკვირდება 28 წლის ფრანგის გარშემო არსებული სიტუაციის განვითარებას.

ასე და ამგვარად, თუ პოგბა "ეშმაკუნებთან" მომავალ ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, "რეალი" ეცდება იგი ხელში უფასოდ ჩაიგდოს.

თუმცა, "რეალს" "ემიუს" სუპერვარსკვლავის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებაც არ დაუჯდება იაფი, იმის გათვალისწინებით, რომ პოლი მაღალ ხელფასს ითხოვს, ამასთანავე კონტრაქტის გაფორმებისთვის ბონუსის მიღებაც უნდა.

მიმდინარე სეზონში პოგბამ ყველა ტურნირზე ერთად მანიკუნიანელთა მაისურით 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ აქტივში 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.