ავტორიზაცია

მილანის ორი ფეხბურთელი, რომლის გადმობირებას პსჟ გეგმავს

მილანის ორი ფეხბურთელი, რომლის გადმობირებას პსჟ გეგმავს
თარიღი 17 ნოე 2021, 21:57

იტალიური პრესის მტკიცებით, "პარი სენ-ჟერმენი" ზამთარში ეცდება "მილანის" ორი ფეხბურთელის გადმობირებას. საუბარია ფრანკ კესიესა და ტეო ერნანდესის შესახებ.

მართალია, "პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდო არაუჟომ ივუარელი და ფრანგი მოთამაშეების ტრანსფერები გამორიცხა, ევროპულ პრესას მისი სიტყვების არ სჯერა.

პარიზული კლუბი ჯერ კიდევ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცდილობდა "როსონერის" მარცხენა მცველის გაფორმებას, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

ახლა კი 24-წლის ვინგბექის გარდა, "ლურჯ-წითლების" სატრანსფერო სიაში უკვე "ეშმაკების" საყრდენი ნახევარმცველიც ფიგურირებს. შეგახსენებთ, "პსჟ"-მ წინა ზაფხულს "შავ-წითლებს" ჯიჯი დონარუმა უკვე წაართვა.