რაიოლა პსჟ-ში დონარუმას მდგომარეობას აფასებს: "ყველამ იცის, როგორ დასრულდება ეს ისტორია"
საფეხბურთო აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი, ჯანლუიჯი დონარუმა "პსჟ"-ს ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ვერ ხვდება.
"არ ვიცი, არის თუ არა პრობლემა. ვფიქრობ, ყველამ იცის, როგორ დასრულდება ეს ისტორია. ჯანლუიჯი კარგად იქნება".
"ცოტა მოთმინებაა საჭირო. ვიცი, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, როგორშიც აქამდე არ ყოფილა, მაგრამ მისი მოგვარება მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება, ეტაპობრივად", - ციტირებს რაიოლას სიტყვებს TMW.
შეგახსენებთ, 22 წლის იტალიელი კიპერი "პსჟ"-ს ამ ზაფხულს უფასოდ შეუერთდა, "მილანთან" კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ.
მიმდინარე სეზონში დონარუმამ ყველა ტურნირზე ერთად პარიზელთა რიგებში 7 მატჩი ჩაატარა, ხოლო მისი კონკურენტი, კეილორ ნავასი მინდორზე 11 შეხვედრაში ვიხილეთ.