ავტორიზაცია

ჯიუტი ოლე - სოლსკიაერი მანჩესტერის დატოვების კატეგორიული წინააღმდეგია

ჯიუტი ოლე - სოლსკიაერი მანჩესტერის დატოვების კატეგორიული წინააღმდეგია
თარიღი 18 Nov 2021, 19:56

The Sun-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი თავისი ამჟამინდელი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ნორვეგიელს მის მიმართ წამოსული კრიტიკაც არ აფრთხობს.

"წითელი ეშმაკების" თავკაცს მიაჩნია, რომ მისი გუნდი დგას სწორ გზაზე და მისი გათავისუფლების საჭიროება არ არსებობს. იგივე აზრს "მანკუნიანელების" უფროსობაც იზიარებს. 

აქედან გამომდინარე, ზინედინ ზიდანის ან რომელიმე სხვა სპეციალისტის "ოლდ ტრაფორდზე" მოსვლა უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდო გარემოებად ჩანს.

"მანჩესტერის" ხელმძღვანელობა აგრძელებს 48-წლის დამრიგებლისთვის შანსის მიცემას და ასე უდიდესი ალბათობით მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.