"მანჩესტერი გამორიცხულია, ზიდანს სხვა გეგმები აქვს", - პეტი ზიზუს მომავლის შესახებ

"ბარსელონას" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ემანუელ პეტიმ თავისი თანამემამულის, ზინედინ ზიდანის მომავლის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.
"ვფიქრობ, ზიდანი ფიქრობს არა მანჩესტერზე, არამედ საფრანგეთის ნაკრებზე. პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, დეშამს სწორედ ის შეცვლის.
აქედან გამომდინარე, იუნაიტედის ვარიანტი პრაქტიკულად გამორიცხულია. დიდიე კი მომავალში თავის მხრივ დიდი ალბათობით საკლუბო ფეხბურთში დაბრუნდება.
უკვე დიდი ხანია, რაც რეალის ყოფილი სპეციალისტის სახელს უკავშირებენ "მამლებს", ასე, რომ აღნიშნული ნაბიჯი სიურპრიზი არავისთვის იქნება", - განაცხადა ფრანგმა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის დატოვების შემდეგ, ფრანგი ტაქტიკოსი უმუშევარია ცნობისთვის, ევროპული პრესა ზიდანის სახელს "პარი სენ-ჟერმენსაც" უკავშირებს.