ავტორიზაცია

"ევროპის საუკეთესო გუნდში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი", - ჟირუმ თავისი ფავორიტი დაასახელა

"ევროპის საუკეთესო გუნდში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი", - ჟირუმ თავისი ფავორიტი დაასახელა
თარიღი 18 ნოე 2021, 22:43

"მილანის" ვეტერანი თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ გამოტყდა, რომ ის წარსულში დიდი სიამოვნებით ითამაშებდა იურგენ კლოპის მიერ გაწვრთნილ "ლივერპულში".

"მინდა ავღნიშნო, ლივერპულს ჰყავს შესანიშნავი გულშემატკივრები, ატმოსფერული სტადიონი და დიდებული მწვრთნელი, რომელმაც ნამდვილი შეუჩერებელი მანქანა შექმნა. 

არავინ იტყოდა ამ გუნდში გადასვლაზე უარს, მათ შორის მეც, ვაღიარებ. მერსისაიდული გუნდი ევროპაში საუკეთესოა და ამას ისინი პრაქტიკულად ყოველ მატჩში ამტკიცებენ". 

შეგახსენებთ, რომ ფრანგ ფორვარდს პერიოდულად უწევდა "წითლების" წინააღმდეგ თამაში მაშინ, როდესაც ის ლონდონის "ჩელსისა" და "არსენალის" ღირსებას იცავდა.

აქვე დავამატებთ, რომ "არისტოკრატების" ყოფილი შემტევი "როსონერიში" გასულ ზაფხულს გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ.