ავტორიზაცია

დე ლიგტის ჩელსიში გადასვლა რეალური ხდება, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა

დე ლიგტის ჩელსიში გადასვლა რეალური ხდება, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა
თარიღი 19 ნოე 2021, 22:13

იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ, ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური მცველის, ანტონიო რუდიგერის სხვა გუნდში გადასვლა საკმაოდ რეალურია. გერმანელს მადრიდის "რეალში" სურს გადასვლა.

"არისტოკრატები" ნელ-ნელა ეგუებიან თავიანთი უკანახაზელის წასვლას და მის შემცვლელზეც ფიქრობენ. ასეთი "ლურჯებისთვის" არის ტურინის "იუვენტუსის" ცენტრბექი, მატეის დე ლიგტი.

"ბებერი ქალბატონი" ნიდერლანდელი მცველის გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია, თუმცა თუ ეს მაინც მოხდება, რომან აბრამოვიჩს 150 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ "ბიანკონერის" უკანახაზელის "სტემფორდ ბრიჯზე" გადასვლა არ გამორიცხა მინო რაიოლამაც, რომელიც ფეხბურთელის აგენტი არის. თავად "იუვეს" 4-იანის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.