ავტორიზაცია

VIDEO: ჩემპიონობის თეორიული შანსი, რომელიც თბილისელებს ჯერ კიდევ შემორჩათ - დინამომ შუქურა დაამარცხა

თარიღი 20 ნოე 2021, 20:20

საქართველოს ეროვნული ლიგის 34-ე ტურის ფარგლებში თბილისის "დინამომ" მიიღო ქობულეთის "შუქურა", რომელიც ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გოლები გიორგი გაბედავამ და ზორან მარუშიჩმა გაიტანეს.

დედაქალაქელებს უგროვდებათ 66 ქულა, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე კი ლიდერ ბათუმის "დინამოსთან" ჩამორჩენა ხუთ ქულას შეადგენს. ვნახოთ, როგორ დასრულდება საჩემპიონო ბრძოლა.