ავტორიზაცია

"ფელიქსს 800-ევროიანი ბუცების ყიდვას დავპირდი", - მოურინიო გუშინდელი მატჩის 18 წლის გმირზე

"ფელიქსს 800-ევროიანი ბუცების ყიდვას დავპირდი", - მოურინიო გუშინდელი მატჩის 18 წლის გმირზე
თარიღი 22 ნოე 2021, 14:24

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდის 18 წლის თავდამსხმელის, ფელიქს აფენა-გიანის შესახებ ისაუბრა, რომელიც გუშინ "ჯენოასთან" (2:0) გამართულ მატჩში მინდორზე 74-ე წუთზე შეცვლაზე მოგვევლინა და დუბლით გუნდს მოაგებინა.

"ფელიქსს იმ ბუცების ყიდვას დავპირდი, რომელიც ძალიან მოსწონს და ძალიან ძვირადღირებულია, 800 ევრო ღირს. ერთ-ერთი გოლის შემდეგ ჩემთან გამოიქცა და მითხრა, რომ ეს არ დამვიწყებოდა! როცა რომში ჩავათლ, პირველ რიგში მაღაზიაში წავალ".

"ფელიქსი ჩვენთან რჩება. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კარის წინ მისმა სიმშვიდემ. ფანტასტიკურ ტექნიკას არ ფლობს, სამაგიეროდ ძლიერი მენტალიტეტი აქვს".

"ახლა არიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველაფერს იციან, მაგრამ ის თავმდაბალია და შეგიძლიათ იგრძნოთ, თუ როგორ კარგად ეგუება დიდ ფეხბურთს".

"როცა თამაშში ერთვება, გუნდის დინამიკას ცვლის. მეტოქეს ბრწყინვალედ აპრესინგებს, შეცდომების დაშვებას აიძულებს", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Football Italia.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში აფენა-გიანმა იტალიის ახალგაზრდულ ჩემპიონატში 5 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. "რომას" განელი ტალანტი გასულ ზაფხულს ერთ-ერთი ნიგერიული კლუბიდან 350 ათას ევროდ შეუერთდა.