ავტორიზაცია

"სალაჰმა უმოკლეს დროში გააკეთა ის, რასაც მე 1104 მატჩი მოვანდომე", - კრაუჩი

"სალაჰმა უმოკლეს დროში გააკეთა ის, რასაც მე 1104 მატჩი მოვანდომე", - კრაუჩი
თარიღი 22 ნოე 2021, 20:29

"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა მოჰამედ სალაჰის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. როგორც მოგეხსენებათ, ეგვიპტელს პრემიერ ლიგაში უკვე 108 ბურთი დაუგროვდა. 

"შესანიშნავია! სალაჰმა უმოკლეს დროში გააკეთა ის, რასაც მე 1104 შეხვედრა მოვანდომე. მოჰამედი უბრალოდ ფანტასტიური ფეხბურთელია", - განაცხადა ინგლისელმა.

მერსისაიდული გუნდის ექს-ფორვარდი გულისხმობს სწორედ ეპლ-ში გატანილი გოლების რაოდენობას, თუმცა უნდა ითქვას, რომ ის აზვიადებს. კრაუჩს 108 გოლის გასატანად გაცილებით ნაკლები მატჩი დასჭირდა.

უფრო კონკრეტულად კი 468 თამაში, "წითლების" ამჟამინდელ ლიდერს კი საამისოდ 170 შეხვედრა დასჭირდა. როგორც ვხედავთ, "ენფილდელთა" მე-11 ნომრის მიღწევასა და ინგლისელის მიღწევას შორის სხვაობა მაინც არის.