ავტორიზაცია

ჩელსიდან ლივერპულში - რამდენად რეალურია მაუნტის წასვლა?

ჩელსიდან ლივერპულში - რამდენად რეალურია მაუნტის წასვლა?
თარიღი 22 ნოე 2021, 20:57

ინგლისური პრესის მტკიცებით, ლონდონის "ჩელსის" ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი, მეისონ მაუნტი კლუბის გამოცვლის შესახებ საკმაოდ სერიოზულად ფიქრობს. 

ინგლისელი ფლეიმეიქერი თვლის, რომ "არისტოკრატებში" ის დაუფასებელია. პრესაში იწერება, თითქოს "ლურჯების" აღზრდილი თავის ამჟამინდელ გუნდში პოტენციალის გამოვლინებას ვერ ახერხებს.

22-წლის გამთამაშებელი დაინტერესებულია "ლივერპულში" გადასვლით, სადაც ჯორჯინიო ვეინალდუმის წასვლის შემდეგ, ჰავბეკის პოზიციაზე ჯერ კიდევ ვაკუუმია.

მერსისაიდული კლუბის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია და ზოგადად, "ჩელსის" მე-19 ნომრის ინტერესის შესახებ არასდროს დაწერილა. ვნახოთ, რა ბედი ელის მაუნტს.