ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა! - შემოსწრებული ხავი, მანჩესტერი სოლსკიაერის გარეშე და ბევრი სხვა

ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა! - შემოსწრებული ხავი, მანჩესტერი სოლსკიაერის გარეშე და ბევრი სხვა
თარიღი 23 ნოე 2021, 10:13

დღეს, 23 ნოემბერს, ჩვენი დროით 21:45 და 23:55 საათებზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის დაპირისპირებები. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო მატჩების დაწყების წინ.

E ჯგუფი

ბარსელონა-ბენფიკა 23:55

დინამო კიევი-ბაიერნი 21:45

ხავი ერნანდესის დებიუტი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რანგში ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე. კატალონიელთა მოწინააღმდეგე არის "ბენფიკა", რომელიც მე-2 ადგილისთვის ბრძოლაში პირდაპირი კონკურენტია. ლისაბონელთა დამარცხების შემთხვევაში, "ბლაუგრანა" მინიმუმ პლეი-ოფებამდე თავს არ აიტკივებს.

"ბაიერნი" უკვე არის მერვეფინალში, თუმცა ამ გუნდისთვის უმნიშვნელო შეხვედრები ხომ არ არსებობს. არაა გამორიცხული, რომ მიუნხელელები გამოვიდნენ მე-2 შემადგენლობით, მაგრამ ასეთ გარემოებაშიც კი ისინი "დინამოსთან" ფავორიტები არიან. მოკლედ, წინ უხვგოლიანი მატჩი გველის.

F ჯგუფი

ვილიარეალი-მანჩესტერი 21:45

იანგ ბოიზი-ატალანტა 23:55

"მანჩესტერი" "ვილიარეალს" ესტუმრება ოლე-გუნარ სოლსკიაერის გარეშე. როგორც ვიცით, ნორვეგიელი თავკაცი გაუშვეს, მის მოვალეობებს კი დროებით მაიკლ კერიკი ასრულებს. ვნახოთ, როგორი იქნება ახალი "იუნაიტედი", რომელიც ჯგუფში პირველ ადგილს სწორედ ვალენსიელბთან ერთად იყოფს.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი "ატალანტა" "იანგ ბოიზს" ესტუმრება. ბერგამოელებს ჰაერივით სჭირდებათ სამი ქულა, იმისთვის რომ "წითელი ეშმაკებისა" და "სუბმარინას" სიახლოვეს დარჩნენ. ეს არ იქნება მარტივი, რადგან ბერნელებმა უკვე დაგვანახეს, რომ სუსტი მეტოქე ამ ტურნირზე არ არსებობს.

G ჯგუფი

სევილია-ვოლფსბურგი 23:55

ლილი-ზალცბურგი 23:55

ყველაზე ნაკლებად ეფექტურსა და ამავდროულად ჩახლართულ ჯგუფში გარკვეული ჯერ არაფერია. აღსანიშნავია უბრალოდ ის, რომ "სევილიას" მხრიდან ქულების დაკარგვის შემთხვევაში, ეს გუნდი მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაირთულებს. ანდალუსიელები თავის საყვარელ ევროპა ლიგასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე პლეი-ოფთან.

H ჯგუფი

ჩელსი-იუვენტუსი 23:55

მალმიო-ზენიტი 23:55

ამ ჯგუფში ყველაფერია გარკვეული, თანაც სავსებით ლოგიკურად. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავლენ "იუვენტუსი" და "ჩელსი", უბრალოდ საკითხავი 1-2 ადგილოსნობაა. დღეს, სწორედ აღნიშნული საკითხი გაირკვევა. შეგახსენებთ, პირველი მატჩი დასრულდა "სინიორას" მინიმალური გამარჯვებით, 1:0.