ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩი: "ყოველდღე ვიღვიძებ სხეულში ტკივილით, თუმცა თამაშს მაინც ვაგრძელებ"

იბრაჰიმოვიჩი: "ყოველდღე ვიღვიძებ სხეულში ტკივილით, თუმცა თამაშს მაინც ვაგრძელებ"
თარიღი 23 ნოე 2021, 15:47

"მილანის" ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 40 წლის ასაკში თამაშზე ისაუბრა: "ეს არ არის მარტივი. ყოველდღე ვიღვიძებ და ყველგან მტკივა. დღეს დილით მთელი სხეული მტკიოდა, მაგრამ სანამ მიზნები მაქვს, ადრენალინი, ვაგრძელებ სიარულს.

ვიცი, რომ ყველაფერი საუკეთესოდ არის. მოვდივარ იქ, სადაც არის ჩემი ადგილი, იმისთვის რომ მწვერვალზე დავრჩე. ამას ვაკეთებ, სანამ შემიძლია. თუ გავჩერდები, ვინანებ.

ორიოდე წლის შემდეგ, თქვენთან საუბარში გეტყვით: "შემეძლო კარიერის გაგრძელება, რადგან თავს კარგად ვგრძნობ". ჯობია დაასრულო საბოლოოდ და თქვა: "აღარ შემიძლია ამის გაკეთება".

მე მაინც შემიძლია თამაში, ასე რომ დასრულების შესახებ ჯერჯერობით არ ვფიქრობ", - განაცხადა ვეტერანმა შვედმა თავდამსხმელმა, რომელმაც "როსონერიში" დაბრუნების შემდეგ, 56 მატჩში 33 გოლი გაიტანა.