ავტორიზაცია

ოფიციალურად ცნობილია 11 გუნდი 16-დან, რომელსაც პლეი-ოფში მონაწილეობა უკვე განაღდებული აქვს

ოფიციალურად ცნობილია 11 გუნდი 16-დან, რომელსაც პლეი-ოფში მონაწილეობა უკვე განაღდებული აქვს
თარიღი 25 ნოე 2021, 02:23

დღევანდელი სათამაშო დღის შემდეგ, ცნობილი გახდა კიდევ 4 გუნდი, რომელიც ოფიციალურად მერვედფინალში გავიდა.

აქამდე გასულებს ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ, დღეს კი ოფიციალურად გაირკვა, რომ „სიტი“, „პსჟ“, „რეალი“ და „ინტერი“ პლეი-ოფში გარანტირებულად იქნებიან. პირველი ორის შემთხვევაში პირველ-მეორეადგილოსნის საკითხიც გარკვეულია, მადრიდული და მილანური გუნდები კი ამ საკითხს ერთმანეთში, ბოლო ტურში გაარკვევენ.

გარდა ამისა, ოფიციალურად გავიდა შემდეგ ეტაპზე ლისაბონის „სპორტინგიც“, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში „დორტმუნდს“ შინ აჯობა და გადამწყვეტი უპირატესობაც მოიპოვა.

ყველა გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მონაწილეობა უკვე გარანტირებული აქვს.

მანჩესტერ სიტი (პირველი ადგილით)

პსჟ (მეორე ადგილით)

ლივერპული (პირველი ადგილით)

აიაქსი (პირველი ადგილით)

სპორტინგი (მეორე ადგილით)

რეალი 

ინტერი 

ბაიერნი (პირველი ადგილით)

მანჩესტერ იუნაიტედი (პირველი ადგილით)

ჩელსი

იუვენტუსი

რაც შეეხება იმ გუნდებს, რომელსაც ევროპა ლიგაზე გადასვლა უკვე გარანტირებული აქვთ. ესენი არიან:

შერიფ ტირასპოლი 

დორტმუნდი

ზენიტი.

ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტური 7-8 დეკემბერს გაიმართება.