ავტორიზაცია

"კარიმს მუშაობის უფლება აქვს", - მიუხედავად სასჯელისა, საფრანგეთის ნაკრები ბენზემაზე უარს არ იტყვის

"კარიმს მუშაობის უფლება აქვს", - მიუხედავად სასჯელისა, საფრანგეთის ნაკრები ბენზემაზე უარს არ იტყვის
თარიღი 25 Nov 2021, 12:35

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ დაადასტურა, რომ ეროვნული გუნდის ყოფილი ფეხბურთელის, მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი "რეალის" ფორვარდ კარიმ ბენზემას გამოძახების შესაძლებლობაზე გავლენას არ მოახდენს.

მოგეხსენებათ, სასამართლომ 33 წლის სუპერვარსკვლავი დამნაშავედ სცნო, 1-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა და 75 ათას ევროიანი ჯარიმაც დააკისრა.

"არაფერი შეცვლილა. ნაკრებში რჩება, თუმცა სიტუაცია სამწუხაროა. საფრანგეთის მაისურით რამდენიმე წელი არ უთამაშია".

"ჩემთვის ეს სასჯელი არაფერს ცვლის. მისი ეროვნულ გუნდში გამოძახება შეიძლება. მუშაობის უფლება აქვს. შეიძლება შეცდომა დაუშვა, დაისაჯო და სამსახურს დაუბრუნდე".

"კარიმით კმაყოფილი ვარ. ეფექტურია, კარგად ასპარეზობს. თუ დეშამი გამოიძახებს, ფედერაცია წინააღმდეგი არ იქნება", - ციტირებს ლე გრეს სიტყვებს L'Equipe.