ავტორიზაცია

"საფრანგეთის ნაკრებმა მხარი არ დამიჭირა, სირცხვილია", - ვალბუენა ბენზემას საქმეზე

"საფრანგეთის ნაკრებმა მხარი არ დამიჭირა, სირცხვილია", - ვალბუენა ბენზემას საქმეზე
თარიღი 25 Nov 2021, 16:00

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, მატიე ვალბუენამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ნოელ ლე გრე გააკრიტიკა, რომელმაც "რეალის" ფორვარდ კარიმ ბენზემას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის შემდეგ ფეხბურთელს მხარი დაუჭირა.

"ძალიან გამიკვირდა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს აღარაფერი მაკვირვებს. საფრანგეთის ნაკრებისგან ძალიან ცოტა მხარდაჭერა მივიღე. არ აქვს მნიშვნელობა, თუ უშუალოდ არ მონაწილეობდა ამ საქმეში", - ციტირებს 37 წლის ფრანგის სიტყვებს RMC Sport.

"ხოლო მისტერ ლე გრე... როცა ნაკრებში ყველაფერი კარგად მქონდა, ჩემს ბუცებს კოცნიდა. როცა რადარებიდან გავქრი, მოჩვენებად იქცა. ალბათ, უბრალოდ ჩემი ნომერი დაეკარგა".

"წლების მანძილზე საფრანგეთის ნაკრების ნაწილი ვიყავი და კარგად ვთამაშობდი. ყველაზე მცირე, რისი გაკეთებაც შეიძლება, მხარდამჭერი სიტყვებით დარეკვაა. არაფერი მიმიღია. ეს სირცხვილად მიმაჩნია, რადგან მსხვერპლი ვარ. ეს სიმართლეა, თუ ვინმეს ჯერ კიდევ აქვს ეჭვი".

"ეს საქმე ნაკრებში 2-3 წლად დამიჯდა. თავიდანვე მართალი ვიყავი. სპორტი ყოველთვის ჩემი პრიორიტეტი იყო. რთულია, როცა ნაკრებიდან ამ გზით გიშორებენ", - დასძინა ვალბუენამ.

მოგეხსენებათ, სასამართლომ ბენზემა ვალბუენას შანტაჟის საქმეზე დამნაშავედ სცნო, 1-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა და ჯარიმის სახით 75 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.