ავტორიზაცია

ალეგრიმ ათვალწუნებულ რემსის წასვლაზე მწვანე შუქი აუნთო

ალეგრიმ ათვალწუნებულ რემსის წასვლაზე მწვანე შუქი აუნთო
თარიღი 25 ნოე 2021, 23:24

არ არის გამორიცხული, "იუვენტუსის" ნახევარმცველმა, აარონ რემსიმ ტურინული გრანდი იანვარშივე დატოვოს.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, უელსელი "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის.

გავრცელებული ინფორმაციით, "იუვე" იანვარში 30 წლის ნახევარმცველის გაყიდვას ეცდება, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდება, კონტრაქტს გაუწყვეტს, რომელიც 2023 წლამდეა ძალაში. ტურინში რემსის წლიური ანაზღაურება 10 მილიონ ევროს შეადგენს.

აღინიშნება, რომ თავად რემსიც მზად არის "იუვენტუსიდან" წავიდეს, მაგრამ კომპენსაციას ითხოვს.