ავტორიზაცია

მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ან პორტუგალიის ნაკრების გარეშე! - კენჭისყრის შედეგები ცნობილია

მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ან პორტუგალიის ნაკრების გარეშე! - კენჭისყრის შედეგები ცნობილია
თარიღი 26 ნოე 2021, 20:47

დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის კენჭისყრა ევროპულ ზონაში. მონაწილეობას იღებს 12 ეროვნული გუნდი, რომელთა დაყოფა სამ ე.წ. ბილიკად მოხდა.

A ბილიკი

უელსი-ავსტრია

შოტლანდია-უკრაინა

B ბილიკი

რუსეთი-პოლონეთი

შვედეთი-ჩეხეთი

C ბილიკი

პორტუგალია-თურქეთი

იტალია-ჩრდილოეთ მაკედონია

აღნიშნული შეხვედრები 2022 წლის 24-29 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ თითოეულ ბილიკში, წყვილებს შორის გამარჯვებულები ერთმენთში შემდეგ ფინალს ითამაშებენ.

ეს ნიშნავს იმას, რომ პირობითად იტალიასა და პორტუგალიას შორის ერთ-ერთი ნაკრები მუნდიალის მიღმა დარჩება, რადგან აღნიშნული გუნდები არიან ერთ ბილიკში.

ჩრდილოეთ მაკედონიისა და შესაბამისად თურქეთის დამარცხების შემთხვევაში, ეს ნაკრებები ერთმანეთში ითამაშებენ ფინალს, იგივე პრინციპი იმოქმედებს სხვა ბილიკებშიც. როგორც ვხედავთ, მუნდიალზე თითოეული ბილიკის გამარჯვებული გუნდი გადის.