ავტორიზაცია

დეტალებიც გარკვეულია — ბარსელონა და მანჩესტერ სიტი პრაქტიკულად შეთანხმდნენ

დეტალებიც გარკვეულია — ბარსელონა და მანჩესტერ სიტი პრაქტიკულად შეთანხმდნენ
თარიღი 28 ნოე 2021, 11:39

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველი, ფერან ტორესი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.

როგორც ესპანური მედიასაშუალებები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი Golsmedia იტყობინება, კლუბები მარჯვენა გარემარბის 50 მილიონ ევროიან ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.

თავად ფეხბურთელთან "ბარსელონამ" უკვე სრულ კომპრომისს მიაღწია. სავარაუდოდ, ტრანსფერის ყველა საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება და ტორესი "ბარსას" იანვარიშივე შეუერთდება. 

აღსანიშნავია, რომ სატრანსფერო თანხის 10%-ს "ვალენსია" მიიღებს - ტორესი "ღამურების" აღზრდილია.

შეგახსენებთ, ფერანი "მანჩესტერ სიტიში" 2020 წლის ზაფხულში 23+12 მილიონ ევროდ გადავიდა. თუმცა, "ვალენსიას" ბონუსებით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია, რადგან 21 წლის ფეხბურთელს "ქალაქელთა" მაისურით მოედანზე საჭირო ოდენობის წუთები არ გაუტარებია.

მიმდინარე სეზონში ფერან ტორესმა "მანჩესტერ სიტის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 7 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.