ავტორიზაცია

"ამაზე სისულელე ცხოვრებაში არაფერი მინახავს", - რედნაპი რანგნიკის დანიშვნაზე

"ამაზე სისულელე ცხოვრებაში არაფერი მინახავს", - რედნაპი რანგნიკის დანიშვნაზე
თარიღი 29 ნოე 2021, 10:42

„ტოტენჰემის“ ყოფილმა მწვრთნელმა, გარი რედნაპმა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ რალფ რანგნიკის სავარაუდო დანიშვნაზე ისაუბრა.

ამჟამად, გუნდის დროებითი მწვრთნელის ფუნქციებს მაიკლ კერიკი ასრულებს.

„მაიკლ კერიკი - ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია იმათთაგან, ვისაც მე ვიცნობ. სამწუხაროა, რომ „მანჩესტერის“ მწვრთნელი ის არ იქნება. სიგიჟეა, რომ კლუბი ახლა ერთ დროებით მწვრთნელს ხსნის და მის ნაცვლად მეორე დროებითს, რალფ რანგნიკს ნიშნავს. ამაზე სისულელე ცხოვრებაში არაფერი მსმენია.

მათ მაიკლი გვერდით არ უნდა გაეწიათ და რამდენიმე თვის გამო სხვა არ უნდა დაენიშნათ. რას აჩვენებს ეს ქმედებები? რომ კლუბი კერიკს არ ენდობა?

მაიკლმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ შიგნიდან იცის. მას შესანიშნავი საფეხბურთო აზროვნება აქვს. შეუძლებელია ფეხბურთი ითამაშო ისე, როგორც ამას ის აკეთებდა, თუ ფეხბურთი არ გესმის. „ემიუს“ ვინმე უფრო გამოცდილი უნდა დაეყენებინა მაიკლის გვერდით, მაგრამ მთავარის როლი მისთვის დაეტოვებინა.“ - ციტირებს რედნაპის სიტყვებს Marca.