ავტორიზაცია

"მესი ოქროს ბურთის ფავორიტია? დიახ, თანაგუნდელებს ყოველთვის ვიცავ", - რამოსი

"მესი ოქროს ბურთის ფავორიტია? დიახ, თანაგუნდელებს ყოველთვის ვიცავ", - რამოსი
თარიღი 29 ნოე 2021, 14:23

"პსჟ"-ს მცველმა სერხიო რამოსმა კომენტარი გააკეთა თავდამსხმელ ლიონელ მესის ოქროს ბურთის მოგების შანსებზე. დაჯილდოების ცერემონია დღეს, 29 ნოემბერს, პარიზში გაიმართება.

"ლიონელი პსჟ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის უნიკალური მოთამაშეა. ასეთი ფეხბურთელის ყოლა გუნდში პრივილეგიაა. მესი პსჟ-სთვის შეუცვლელ მოთამაშედ ყალიბდება.

მე ყოველთვის დავიცავ ჩემს თანაგუნდელებს. ვუსურვებ მას წარმატებებს", - თქვა რამოსმა მესის ოქროს ბურთის მოგების შანსების შესახებ. შეგახსენებთ, რომ გასულ უიკენდზე ესპანელმა "პსჟ"-ში თავისი პირველი მატჩი ჩაატარა.

აქვე დავამატებთ, სერხიო მადრიდის "რეალიდან" "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ, ისევე როგორც ლიონელი.