ავტორიზაცია

"რონალდუს სათადარიგოთა სკამზე დატოვებით, კერიკმა სულელური გადაწყვეტილება მიიღო", - კინი

"რონალდუს სათადარიგოთა სკამზე დატოვებით, კერიკმა სულელური გადაწყვეტილება მიიღო", - კინი
თარიღი 29 ნოე 2021, 14:45

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა ისაუბრა კრიშტიანუ რონალდუს "ჩელსისთან" პრემიერ ლიგის მატჩში (1-1) სათადარიგოთა სკამზე ყოფნის შესახებ.

"რონალდუ არ დაბრუნებულა გუნდში სათადარიგოთა სკამზე ჯდომისთვის. ალბათ, იქ გაიყინებოდა კიდეც. არ ვიცი, რატომ ცდილობს კერიკი მასთან ხელის ჩამორთმევას.

არაფერია უცნაური იმაში, რომ ფეხბურთელი გულდაწყვეტილია. კრიშტიანუ სათადარიგოთა სკამისთვის არ დაბრუნებულა. რა აზრი აქვს ამას? რონალდუ მსოფლიო დონის ფეხბურთელია.

მას მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნების შემდეგ კარგი მაჩვენებელი აქვს, აქვს გოლები და საგოლე პასი. თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ იმუშაოთ სუპერვარსკვლავებთან.

მე ვთამაშობდი ფეხბურთელებთან, რომლებმაც არ გააკეთეს ის, რასაც ველოდი - კანტონას მსგავსი მოთამაშეები, მაგრამ შენ მათ ყველაფერს აპატიებ, რადგან ისინი გოლებს იტანენ და რთულ მატჩებში გამარჯვებას მოაქვთ. რონალდუ კი სასტარტოს მოთამაშეა", - თქვა კინმა.