ავტორიზაცია

ოფიციალურად: მანჩესტერმა მწვრთნელად რანგნიკი დანიშნა

ოფიციალურად: მანჩესტერმა მწვრთნელად რანგნიკი დანიშნა
თარიღი 29 ნოე 2021, 15:57

რალფ რანგნიკი, მოსკოვის "ლოკომოტივის" სპორტისა და განვითარების ახლა უკვე ყოფილი ხელმძღვანელი სეზონის ბოლომდე "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

მასთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა გაფორმებული, რის შემდეგაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში ის ინგლისურ კლუბში კონსულტანტის თანამდებობაზე იმუშავებს.

"ლოკომოტივი" გერმანელთან მიმდინარე წლის თებერვლიდან თანამშრომლობდა. ამ წლის პირველ ნახევარში ის მუშაობდა განვითარების სტრატეგიაზე, შემდეგ კი სპორტისა და განვითარების ხელმძღვანელი გახდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ მადლობა გადაუხადა მოსკოვურ კლუბს რანგნიკის ტრანსფერის საქმეში გაწეული დახმარებისთვის.

მანჩესტერის ანტი-რეკორდი პრემიერ ლიგაში - შედეგი, რომელიც განგაშის საფუძველს იძლევა