ავტორიზაცია

"რონალდუს პერსონას სოლსკიაერის სამწვრთნელო გეგმები შეეწირა", - მერსონი

"რონალდუს პერსონას სოლსკიაერის სამწვრთნელო გეგმები შეეწირა", - მერსონი
თარიღი 29 ნოე 2021, 16:13

"არსენალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, პოლ მერსონმა თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

"სოლსკიაერის გამო ვწუხვარ. სეზონის სტარტზე გეგმა ჰქონდა, გასულ სეზონში "ემიუმ" მეორე ადგილი დაიკავა. დიდი ხანი უნდოდა ჯეიდონ სანჩო, მიიღო, კავანიმ კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი".

"გეგმა სახეზე იყო: კავანი ყოველ მეორე მატჩში თამაშობს, სანჩო ერთ ფლანგზე, რეშფორდი მეორეზე, გრინვუდი შეცვლაზე შემოდის. არის ტემპი, ძალა, ენერგია, ახალგაზრდობა, დონე".

"ამის შემდეგ კი, სეზონის დაწყების წინ, სოლსკიაერს რონალდუს აძლევენ. ვფიქრობ, ამის გამო მთელი გეგმის ფანჯრიდან გადაგდება მოუწია. რონალდუსთან ერთად "ემიუ" უკეთესი არ გამხდარა".

"შეუძლებელია 29-მატჩიანი წაუგებელი სერია გარკვეული სათამაშო სტილის გარეშე გამოაცხო, სანჩო ამ სტილის მორიგი იარაღი გახდა. რონალდუსთან ერთად კი შეტევაში ეს იარაღი აღარ არის კონტრშეტევებზე სათამაშოდ. გასულ სეზონში საუკეთესო ფეხბურთელი ბრუნო ფერნანდეში იყო - ახლა ძლივს გამოსდის თამაში!".