ავტორიზაცია

სამი კლუბი, რომელიც ფატის ხელში ჩაგდებას ცდილობდა - ანსუმ გაორმაგებულ ხელფასზეც კი უარი თქვა

სამი კლუბი, რომელიც ფატის ხელში ჩაგდებას ცდილობდა - ანსუმ გაორმაგებულ ხელფასზეც კი უარი თქვა
თარიღი 29 ნოე 2021, 16:22

"ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებამდე, თავდამსხმელ ანსუ ფატისადმი ინტერესს რამდენიმე ტოპ-კლუბი იჩენდა.

ესპანური გამოცემა Cope-ს ჟურნალისტ ჰელენა კონდის ედოს ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელს "პსჟ"-ს, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" წინადადებები ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზემოთნახსენები კლუბები მზად იყვნენ ფატისთვის "ბარსელონაზე" ორჯერ მეტი გადაეხადათ.

მას შემდეგ, რაც "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ანსუსადმი სერიოზული ინტერესის შესახებ შეიტყვეს, გადაწყვიტეს სასწრაფოდ ემოქმედათ და ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყეს.

საბოლოო ჯამში, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ფატისთან კომპრომისს მიაღწია და მხარეებმა ხელშეკრულება 2027 წლამდე გაახანგრძლივეს.