ავტორიზაცია

"ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში 3 ფავორიტს გამოვარჩევდი", - კანავარო

"ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში 3 ფავორიტს გამოვარჩევდი", - კანავარო
თარიღი 29 ნოე 2021, 16:30

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, ფაბიო კანავარომ ოქროს ბურთის ფავორიტები დაასახელა. იტალიელმა ვეტერანმა თავისი გადმოსახედიდან სამი კანდიდატი აარჩია.

"მესიმ ამერიკის თასი მოიგო, მაგრამ ბენზემა ასევე არის მოწოდების სიმაღლეზე, იგივეს თქმა ლევანდოვსკიზეც შეიძლება. აშკარა ფავორიტს ვერ ვხედავ, მაგრამ 3-ეული ჩემი აზრით სწორედ ასეთია.

თუ 2020 წელს გამოკვეთილი ფავორიტი იყო ლევანდოვსკი, ახლა ყველაფერი ნათელი არ არის. ვნახოთ, ვინ იქნება გამარჯვებული", - განაცხადა მადრიდის "რეალის" ექს-ცენტრალურმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, ოქროს ბურთის ჯილდო არავის მიუღებია, რადგან დაჯილდოვება არ ჩატარებულა. ამის მიზეზად კორონავირუსის პანდემია დასახელდა.

ოქროს ბურთის 2021 წლის დაჯილდოვება გაიმართება დღეს, 29 ნოემბერს, ჩვენი დროით 22:00 საათიდან, უშუალოდ ადგილების მინიჭების ცერემონია კი დაახლოებით 23:30 საათისკენ დაიწყება და დაახლოებით 02:00 საათამდე გაგრძელდება.