ავტორიზაცია

"მესის ოქროს ბურთი? დროა ვისწავლოთ საუკეთესოთა სიის შედგენა უშუალოდ ერთი სეზონის შედეგით", - კასილასი

"მესის ოქროს ბურთი? დროა ვისწავლოთ საუკეთესოთა სიის შედგენა უშუალოდ ერთი სეზონის შედეგით", - კასილასი
თარიღი 30 ნოე 2021, 11:35

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა პსჟ-ს თავდამსხმელ ლიონელ მესისთვის ოქროს ბურთის მინიჭების თაობაზე ერთგვარი უკმაყოფილება გამოთქვა.

"სულ უფრო და უფრო მიჭირს ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოების სერიოზულად აღქმა. ჩემი აზრით, მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ხუთეულშია, მაგრამ დროა ვისწავლოთ საუკეთესოთა სიის შედგენა უშუალოდ ერთი სეზონში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით".

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა თავდამსხმელმა ოქროს ბურთი თავის კარიერაში მოიგო მეშვიდედ, რაც აღნიშნული დაჯილდოვების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

"პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდის შემდეგ, გადანაწილდნენ რობერტ ლევანდოვსკი, ჟორჟინიო ფრელო, კარიმ ბენზემა, ნ'გოლო კანტე, კრიშტიანუ რონალდუ, მოჰამედ სალაჰი და სხვები.