ბუფონი: "დონარუმა თავის პოზიციაზე საუკეთესო გახდება"

"პარმას" მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა თანამემამულე ჯანლუიჯი დონარუმას გადაწყვეტილება შეაფასა, რომელიც გასულ ზაფხულს "მილანიდან" "პსჟ"-ში გადავიდა.
"ვფიქრობ, ჯიჯოს გადაწყვეტილება გამართლებულზე მეტია", - ციტირებს 43 წლის იტალიელი კიპერის სიტყვებს Calciomercato.
"ამ სეზონში მას გარკვეული სირთულეები აქვს, მაგრამ ვფიქრობ, არცთუ ისეთ შორეულ მომავალში მთავარი ფეხბურთელი გახდება", - დასძინა ბუფონმა.
შეგახსენებთ, დონარუმას გასული სეზონის დასრულების შემდეგ "როსონერისთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და პარიზში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
მიმდინარე სეზონში 22 წლის კარის დარაჯმა ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს მაისურით საერთო ჯამში 7 შეხვედრა ჩაატარა.