"რატომ არ ვათამაშებ ჩაკვეტაძეს? თავად ჰკითხეთ" - გენტის მწვრთნელი
ბელგიის თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე ლომელი გენტს დაუპირისპირდება.
სამწუხაროდ, აღნიშნულ სამატჩო განაცხადში კვლავ არაა გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის შესახებაც გუნდის მთავარ მწვრთნელ ჰეინ ვანჰაზებრუკს ჰკითხეს.
"რატომ არ თამაშობს ჩაკვეტაძე? მას უნდა ჰკითხოთ, რატომ არაა ჩვენთან ერთად. შეტევაში დიდი კონკურენციაა, ამიტომ ყველამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს მიღებული შანსი," - ციტირებს nieuwsblad.be ვანჰაზებრუკის სიტყვებს.
მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ გენტის მაისურით 14-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ გენტის 22 წლის ნახევარმცველი სანაკრებო შეკრების დროს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმაც გააკრიტიკა.