"მესი ისტორიაში საუკეთესოა, თუმცა ოქროს ბურთს ლევანდოვსკი უფრო იმსახურებდა", - მიულერი
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა, ტომას მიულერმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ მისმა თანაგუნდელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ოქროს ბურთი არ მიიღო.
"ბავარიელების, პოლონელების და გერმანელების გადმოსახედიდან, ოქროს ბურთის წლევანდელი ცერემონია იმედგაცრუებული იყო. ზოგიერთისთვის განსაკუთრებით.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში დიდი ხანია ვარ და არც ისე გაკვირვებული ვარ შედეგებით, ზოგადად, ამ ყველაფერმა მიმიყვანა იმ აზრამდე რომ მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგაში შესანიშნავი მოთამაშეები გვყავს, მსოფლიო აღიარებისთვის საჭიროა წარმატებები საერთაშორისო დონეზე.
ასევე დამატებითი მოტივაციაა ჩემთვის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის მთელი ძალები მივცე, რათა ყველას ვაჩვენო, როგორი გამოცდა ვართ. რაც მთავარია, იმის ჩვენება, თუ რას გვთავაზობს გერმანული ფეხბურთი.
ჯილდო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს, ლიონელ მესის გადაეცა. ვულოცავ ლიონელს ოქროს ბურთის მიღებას, თუნდაც მგონუა, რომ რობერტ ლევანდოვსკი ამას ამჯერად უფრო იმსახურებდა“, - განაცხადა მიულერმა.