ავტორიზაცია

"მამარდაშვილი ვალენსიას ძირითადში შესაძლოა ხვალინდელ მატჩში გამოჩნდეს!", - ესპანური პრესა

"მამარდაშვილი ვალენსიას ძირითადში შესაძლოა ხვალინდელ მატჩში გამოჩნდეს!", - ესპანური პრესა
თარიღი 01 დეკ 2021, 12:07

ესპანურმა გამოცემა Plazadeportiva-მ "ვალენსიას" შესახებ სტატია გამოაქვეყნა. არაა გამორიცხული, რომ "ღამურების" უახლოეს შეხვედრაში კარებში გიორგი მამარდაშვილი ვიხილოთ.

საუბარია კოპე დელ რეის 1/64 ფინალურ რაუნდზე, რომელშიც "მურსელაგოსი" 2 დეკემბერს, ჩვენი დროით 22:30 საათზე სტუმრად "უტრილასს" შეხვდება. ესპანური პრესა ქართველის შესახებ წერს შემდეგს:

"კოპა დელ რეის მატჩი ახლოვდება და ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ვალენსიას მთავარი მწვრთნელი სათადარიგო ფეხბურთელებს შანსს მისცემს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ვალენსიას მეკარის ვინაობას უკავშირდება.

სეზონის სტარტზე, გიორგი მამარდაშვილმა კონკურენტების არყოფნით ისარგებლა და სასტარტო თერთმეტეულის წევრი გახდა. კარგი თამაშის წყალობით, იგი ვალენსიას კარში ლა ლიგის მე-7 ტურამდე იდგა.

სილესენის დაბრუნებით კი მამარდაშვილმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. კოპა დელ რეიზე დიდი ალბათობით ვიხილავთ არა იასპერს, არამედ რომელიმე სათადარიგო მეკარეს, მამარდაშვილს ან დომენეკს", - წერს Plazadeportiva.