ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩი: "საკუთარი მომავლის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს"

იბრაჰიმოვიჩი: "საკუთარი მომავლის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს"
თარიღი 02 დეკ 2021, 10:09

"მილანის" ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ჯენოასთან" მატჩის შემდეგ (3:0) განაცხადა, რომ თავის ამჟამინდელ გუნდში დარჩენის წინააღმდეგი ის არ იქნებოდა.

"მე უნდა განვაახლო კონტრაქტი, რადგან პიოლიც რჩება. ის ამას იმსახურებს. როგორც კი მისი კონტრაქტი გახანგრძლივდება, მეც დავრჩები. პიოლი შესანიშნავ საქმეს აკეთებს.

მატჩის წინ გუნდთან ერთად განვიხილეთ, თუ რამდენ ხანს ვითამაშებდი. ბიჭების წყალობით თავს ახალგაზრდულად ვგრძნობ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის.

მიხარია ჩვენი გულშემატკივრების კარგ ხასიათზე ყოფნა. ეს არის პირველი შემთხვევა მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც მათ ასე სიამოვნებთ ჩვენი თამაში. მინდა გავახარო ისინი, მაგრამ თუ ჩემპიონატს არ მოვიგებთ, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ვერაფერს მივაღწიეთ", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.