ავტორიზაცია

"რონალდუ თავად გაიტანდა იმდენ გოლს, რამდენიც ახლა მთელ იუვენტუსს აქვს გატანილი", - ESPN-ის ჟურნალისტი

"რონალდუ თავად გაიტანდა იმდენ გოლს, რამდენიც ახლა მთელ იუვენტუსს აქვს გატანილი", - ESPN-ის ჟურნალისტი
თარიღი 02 Dec 2021, 10:55

ESPN-ის ანალიტიკოსმა, იანუშ მიჩალიკმა "იუვენტუსის" პრობლემებზე ისაუბრა. "ბიანკონერის" ამ სეზონში სერია ა-ში მხოლოდ 18 გოლი აქვთ გატანილი და 17 გაშვებული.

"18 გოლი? ახლა მითხარით, რომ იუვე არ ნანობს რონალდუს წასვლას. ზოგიერთმა თქვა, რომ კრიშტიანუ არ იყო საჭირო, რადგან მის გარეშე შეგიძლიათ სხვა სტილში თამაში.

მე ამას ვერ ვხედავ, რონალდუ ამ დროისთვის 18 გოლს თავად გაიტანდა. ახლა ავიღოთ მორატა. ის თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა ჩელსი, მადრიდის რეალი, ატლეტიკო.

ალბათ, არსებობს მიზეზი, რის გამოც ის დიდი ხნით ვერსად გაჩერდა. მისი საუკეთესო შედეგი სეზონში 15 გოლია. ეს არის პრობლემა", - განაცხადა ჟურნალისტმა.