ავტორიზაცია

რუნი: "რანგნიკს მანჩესტერში რთული სამუშაო ელის"

რუნი: "რანგნიკს მანჩესტერში რთული სამუშაო ელის"
თარიღი 02 დეკ 2021, 13:12

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ რალფ რანგნიკის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშნვის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"რალფ რანგნიკს პატივს სცემენ ფეხბურთში და ვფიქრობ, რომ მას წინ რთული სამუშაო ელის. მე არ ვგულისხმობ, რომ მას არ აქვს უნარი გაუმკლავდეს ასეთ სამუშაოს.

მე ვსაუბრობ იმ ფაქტზე, რომ ის მოდის ექვსი თვით, ასევე ყურადღების გამახვილება ღირს მის სათამაშო სტილზე და ზეწოლაზე, თუ გნებავთ, იმაზე, თუ როგორ უყვარს მუშაობა.

ის ძალიან გამოცდილია. დარწმუნებული ვარ, რომ მოერგება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჰყავს და გუნდს სტაბილურობას დაუბრუნებსს. ის ასევე შეეცდება ტიტულების მოგებას".

მანჩესტერ იუნაიტედს შეუძლია ამ სეზონში ტიტულების მოგება და ვფიქრობ, რომ მათ სწორი კურსი აირჩიეს", - განაცხადა დამწყებმა ინგლისელმა დამრიგებელმა.