ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? - გერმანული ფეხბურთის კლასიკა, მოურინიო ინტერის წინააღმდეგ და ბევრი სხვა

რას ვუყუროთ დღეს? - გერმანული ფეხბურთის კლასიკა, მოურინიო ინტერის წინააღმდეგ და ბევრი სხვა
თარიღი 04 დეკ 2021, 10:35

ბუნდესლიგა

მომენტი, როცა ყურადღების ცენტრში არის არა პრემიერ ლიგა ან ლა ლიგა, არამედ ბუნდესლიგა - მიუნხენის "ბაიერნი" გერმანული ფეხბურთის კლასიკურ დუელში დორტმუნდის "ბორუსიას" ესტუმრება.

"რეკორდმაისტერსა" და ვესტფალიელებს შორის სხვაობა ერთი ქულაა, ცალკე აღსანიშნავია რობერტ ლევანდოვსკისა და ერლინგ ჰოლანდის პირადი დაპირისპირება.

დიახ, ნორვეგიელი თავდამსხმელი დაბრუნდა და მან უკვე გოლის გატანაც მოასწრო. რაც შეეხება პოლონელ ფორვარდს, ოქროს ბურთის გარეშე დარჩენილი მოთამაშე კრიტიკოსების დადუმებას ეცდება.

სერია ა

ჟოზე მოურინიო მილანის "ინტერის" გულშემატკივრებისთვის არის რაღაც წმინდა და ხელშეუხებელი, თუმცა დღეს ის თავის ყოფილ გუნდს მოწინააღმდეგის რანგში მიიღებს.

ლა ლიგა

დღეს საქმეში ვიხილავთ როგორც "რეალს", ისე "ბარსელონასა" და "ატლეტიკოსაც". "სამეფო კლუბი" ესტუმრება "რეალ სოსიედადს", კატალონიელები მიიღებენ "ბეტისს", "როხიბლანკო" კი "მალიორკას".

პრემიერ ლიგა

ლონდონური დერბი - "ჩელსი" ესტუმრება "ვესტ ჰემ იუნაიტედს". საოცარ ფორმაში მყოფი "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" ესტუმრებიან "ვულვზსა" და შესაბამისად "უოტფორდს".

16:30 - ვესტ ჰემი-ჩელსი

17:00 - სევილია-ვილიარეალი

18:00 - მილანი-სალერნიტანა

19:00 - ვულვზი-ლივერპული

19:15 - ბარსელონა-ბეტისი

21:00 - რომა-ინტერი

21:30 - დორტმუნდი-ბაიერნი

21:30 - უოტფორდი-მან სიტი

21:30 - ატლეტიკო-მალიორკა

23:45 - ნაპოლი-ატალანტა

23:55 - სოსიედადი-რეალი

23:55 - ლანსი-პსჟ