ავტორიზაცია

"მსოფლიოს ყველაზე რთულ კლუბში ვმუშაობ", - ხავი ბარსელონას შესახებ

"მსოფლიოს ყველაზე რთულ კლუბში ვმუშაობ", - ხავი ბარსელონას შესახებ
თარიღი 04 დეკ 2021, 11:24

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა "რეალ ბეტისის" წინააღმდეგ მოახლოებული შეხვედრის წინ, თავისი გუნდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ეს არის ფინალი. წინ არ ვიყურები, ყველა მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წინ ურთულესი კვირა გველის, მაგრამ შემდეგ დადგება შემდეგი. რაც არ უნდა მოხდეს მიუნხენში, ეს ბარსაა და აქ ყოველთვის გამარჯევას ითხოვენ.

იანვარსა და თებერვალში ასევე გვექნება მნიშვნელოვანი მატჩები და ამ კითხვას ისევ დამისვამთ. შვებულებამდე მოსვენება არ გვექნება. ასეთია ჩვენი საქმიანობა, რა გაეწყობა.

ბარსა - ყველაზე რთული კლუბია მსოფლიოში. კატალონიელები ძალიან მომთხოვნი არიან, ჩვენთვის მხოლოდ გამარჯვება არ არის საკმარისი. კარგი თამაშით უნდა მოიგო.

ვილიარეალთან გამარჯვებას ძალიან ძვირფას და მნიშვნელოვანს ვთვლით, ეს მოგებულ თასს ჰგავს. ასეთია ჩვენი შეგრძნებები და მოლოდინი. ამისთვის ვვარჯიშობთ.

ბარსას ყოველთვის ყველაფრის მოგება სურს. დრო გვიჩვენებს, სად მივალთ. უნდა მოიგო და ისევ მოიგო. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც შექმნილია გამარჯვებასა და კონკურენციაში", - განაცხადა ხავიმ.

შანსები იზრდება?! ბარსელონამ დაადასტურა, რომ ბაიერნთან მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება