ავტორიზაცია

ჩაკვეტაძის პრობლემები გრძელდება - ქართველი ნახევარმცველი გენტის განაცხადში ვერ მოხვდა

ჩაკვეტაძის პრობლემები გრძელდება - ქართველი ნახევარმცველი გენტის განაცხადში ვერ მოხვდა
თარიღი 04 დეკ 2021, 12:25

დღეს, 4 დეკემბერს, ჩვენი დროით 19:15 საათზე, გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" ლევან შენგელიას "ლოვენს" ესტუმრება. სამწუხაროდ, აღნიშნული შეხვედრა ჩაკვეტაძის გარეშე ჩაივლის.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი შემტევი ნახევარმცველი ტრავმირებული არ არის, ბელგიური კლუბის განაცხადში ის მაინც ვერ მოხვდა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ "ლომელთან" გამართული შეხვედრის (2:0) შემდეგ, "ბუფალოების" მთავარმა მწვრთნელმა, ჰეინ ვანჰეზებრუკმა თავისი შეგირდი მწვავედ გააკრიტიკა.

ბელგიელმა დამრიგებელმა დაიწუნა თავისი გუნდის ათიანის საქმისადმი დამოკიდებულება და აღნიშნა, რომ 22-წლის გამთამაშებელი არ იხარჯება. როგორც ჩანს, "გენტის" თავკაცსა და ჩაკვეს შორის შავმა კატამ გაირბინა.

ქართველი ფლეიმეიქერი ბელგიურ გუნდში თამაშობს 2017 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან ჩაატარა 80 შეხვედრა, გაიტანა რვა გოლი და გააკეთა 19 ასისტი.