მერტენსს ნაპოლიში დარჩენა სურს
„ნაპოლის“ ბელგიელ შემტევს, დრის მერტენსს, გუნდში დარჩენა სურს და იმედი აქვს, რომ კლუბი მის კონტრაქტში ჩაწერილ პუნქტს გაააქტიურებს.
„ნაპოლის კონტრაქტის ავტომატურად გახანგრძლივება შეუძლია. იმედი მაქვს, კლუბი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს. ვნახოთ.“ - ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს Sky Sports.
34 წლის მერტენსი „ნაპოლიში“ 2013 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან სერია ა-ს 10 მატჩში 5 გოლი გაიტანა.