ავტორიზაცია

"ადაპტაციისთვის დრო ყველას გვჭირდება", - დეპაიმ განმარტა, თუ რა ასპექტში აქვს მოსამატებელი

"ადაპტაციისთვის დრო ყველას გვჭირდება", - დეპაიმ განმარტა, თუ რა ასპექტში აქვს მოსამატებელი
თარიღი 06 დეკ 2021, 23:56

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ კატალონიურ კლუბში ადაპტაციის პროცესსა და იმაზე ისაუბრა, თუ რა აქვს გასაუმჯობესებელი.

"ყველას გვჭირდება დრო ადაპტაციისთვის. ვფიქრობ, ჩემს საქმეს კარგად ვუმკლავდები. გუნდში მთელი სიყვარულითა და ვნებით თამაშს ვცდილობ, თანაგუნდელების გამო მუშაობა მომწონს".

"ჩემთვის მნიშვნელოვანია ბურთთან შეხება და მისი საჭირო ზონებში მიღება. ამაში უკეთესი უნდა გავხდე. დარწმუნებული ვარ, მეტ გოლს გავიტანთ", - ციტირებს დეპაის სიტყვებს Mundo Deportivo.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, ჰოლანდიელმა შეიძლება კატალონიური გრანდი დატოვოს. იმ შემთხვევაში, თუ "ბარსაში" მემფისის მდგომარეობა გაუარესდება, ფეხბურთელის წარმომადგენლები სხვა კლუბების წინადადებების განსახილველად მზად იქნებიან. თავის მხრივ, "ბარსამ" შეიძლება ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ფორვარდი გაყიდოს და ტრანსფერებისთვისაც მიიღოს გარკვეული თანხა.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში დეპაიმ 15 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასიც გააკეთა.