ავტორიზაცია

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა
თარიღი 07 დეკ 2021, 00:08

"მილანის" შემტევმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "პსჟ"-ს თავდამსხმელ ლიონელ მესისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა.

"რთული არჩევანია, ორივე ძალიან ძლიერია. მაგრამ თუ არჩევნის გაკეთება მაინც მიწევს, მესის დავასახელებ. მის გვერდით ვთამაშობდი და ყველაფერი, რასაც აკეთებს, ეს ვარჯიშის შედეგი არ არის, თანდაყოლილია", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Football Italia.

პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში რონალდუმ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება მესის, ლეომ 2021/22 წლების სეზონში ფრანგულ ლიგა 1-ში 9 შეხვედრა ჩაატარა, ერთი გოლი შეაგდო და სამი ასისტი მიითვალა.