ავტორიზაცია

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში წლის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს!

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში წლის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს!
თარიღი 07 დეკ 2021, 12:17

ულსან ჰიუნდაის ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 2021 წლის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს.

დაჯილდოება რამდენიმე წუთის წინ, სეზონის დასრულებიდან რამდენიმე დღეში გაიმართა და ჯილდო 28 წლის ფეხბურთელმაც მიიღო.

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში 2021 წლის თებერვალში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ახალ გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.

მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის საკლუბო სტატისტიკა შემდეგნაირია: 44 მატჩი, 14 გოლი და 5 საგოლე გადაცემა.