ავტორიზაცია

დონარუმასთან ერთად, ბილბაოს და ლიდსის მეკარეებზე წინ - მამარდაშვილი ტოპ 10-ში მოხვდა

დონარუმასთან ერთად, ბილბაოს და ლიდსის მეკარეებზე წინ - მამარდაშვილი ტოპ 10-ში მოხვდა
თარიღი 07 დეკ 2021, 16:01

Football observatory-მ პოზიციების მიხედვით ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. საუბარია ტოპ 5 ლიგაში მოთამაშე 23-წლამდე ფეხბურთელების შესახებ. 

გამოცემა წერს, რომ მოთამაშეების სატრანსფერო ღირებულება CIES-ის ეკონომიკური მოდელის მიხედვითაა შედგენილი. მეკარეების გრაფაში ვაწყდებით "ვალენსიას" კიპერს, გიორგი მამარდაშვილს.

სიის მიხედვით, "პარი სენ-ჟერმენის" კარის დარაჯი, ჯანლუიჯი დონარუმა  ტოპ 5 ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა - 80 მილიონი ევრო (22 წლის, 8 თვის).

ამავე რეიტინგში ქართველი - 8 მილიონი ევროთი (21 წლის და 2 თვის) მე-7 პოზიციას იკავებს. 23-წლამდელთა გოლკიპერების სრული ათეული გამოიყურება შემდეგნაირად:

1. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) - €80 მილიონი
2. ილან მელიე (ლიდსი) - €40 მილიონი
3. დოღან ალემდარი (რენი) - €15 მილიონი
4. ლუიშ მაქსიმიანო (გრანადა) - €15 მილიონი
5. ეტიენ გრინი (სენტ ეტიენი) - €15 მილიონი
6. ალბან ლაფონი (ნანტი) - €10 მილიონი
7. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) - €8 მილიონი
8. კრისტოფერ კლაესონი (ლიდსი) - €8 მილიონი
9. ხულიენ აგირეზაბალა (ბილბაო) - €7 მილიონი
10. ივორ პანდური (ვერონა) - €7 მილიონი