ავტორიზაცია

"მჯერა, რომ მილანი ჯგუფიდან გავა", - პიოლი

"მჯერა, რომ მილანი ჯგუფიდან გავა", - პიოლი
თარიღი 07 დეკ 2021, 16:11

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპულთან" დაპირისპირების წინ, საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ლივერპულს ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფორვარდები ჰყავს. ეს გუნდი ძალიან კარგად თამაშობს შეტევაში. ჩვენ უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილად და ავირჩიოთ სწორი სათამაშო ვარიანტები.

ეს უნდა იყოს მილანის ღამე. ჩვენ გვექნება მხოლოდ ერთი შესაძლებლობა და ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს. მე მჯერა, რომ შეგვიძლია ჯგუფიდან გასვლა, რადგან ეს მართლაც შესაძლებელია - განაცხადა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ "როსონერი" "ლივერპულს" საკუთარ კედლებში მიიღებს დღეს, 7 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:55 საათზე. პარალელურად კი მადრიდის "ატლეტიკო" ლისაბონის "ბენფიკას" ეთამაშება.