ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩი: "ერიქსენის გარშემო მომხდარი ტრაგედია ჩალჰანოღლუმ თავის სასარგებლოდ გამოიყენა"

იბრაჰიმოვიჩი: "ერიქსენის გარშემო მომხდარი ტრაგედია ჩალჰანოღლუმ თავის სასარგებლოდ გამოიყენა"
თარიღი 07 დეკ 2021, 19:37

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ჰაკან ჩალჰანოღლუს წასვლაზე ისაუბრა, რომელიც ზაფხულში "ინტერში" უფასოდ გადავიდა.

"მადლობა უნდა ვუთხრათ მას იმისთვის, რაც გუნდს გასცა და მომავალში ყველაფერი საუკეთესო ვუსურვოთ. შეიძლება უსიამოვნოდ ჟღერდეს, მაგრამ ჩალჰანოღლუმ ისარგებლა ერიქსენის გარშემო მომხდარი ტრაგედიით.

ინტერს ამ პოზიციაზე მოთამაშე დასჭირდა და კლუბმა ჰაკანს კარი გაუღო. მანამდე მას არანაირი შეთავაზება არ ჰქონია არც ინტერიდან და არც რომელიმე სხვა კლუბისგან", - თქვა ზლატანმა თავის ახალ ავტობიოგრაფიაში.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ერიქსენს დაემართა გულის შეტევა, რის გამოც ის მოედანს ჩამოშორდა. დანიელი რეაბილიტაციის კურსს დღემდე აგრძელებს.