ავტორიზაცია

საბოლოოდ როგორ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის სიკვდილის ჯგუფი?

საბოლოოდ როგორ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის სიკვდილის ჯგუფი?
თარიღი 08 დეკ 2021, 02:13

ჩემპიონთა ლიგის სიკვდილის ჯგუფად შერაცხული ოთხეულის ბრძოლა დღეს ოფიციალურად დასრულდა.

კენჭისყრის შემდეგ, მაყურებლისთვის თვალშისაცემი გახდა, რომ ყველაზე მეტად დაძაბული „ლივერპული“, „მილანი“, „ატლეტიკო“, „პორტუს“ კვარტეტი უნდა გამოსულიყო და ასეც მოხდა, თუ პირველადგილოსან „ლივერპულს“ არ ჩავთვლით.

დარჩენილ სამ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ბოლო ტურამდე ჰქონდა და გადაწყვეტილი არაფერი იყო. საბოლოოდ, ყველაფერი ასე დასრულდა:

1. „ლივერპული“ – 18 ქულა

2. „ატლეტიკო“ – 7 ქულა

3. „პორტუ“ – 5 ქულა

4. „მილანი“ – 4 ქულა

ამრიგად, „ლივერპული“ და „ატლეტიკო“ ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ, „პორტუ“ – ევროპა ლიგაზე, „მილანისთვის“ კი ევროტურნირები წელს დასრულდა.