ავტორიზაცია

"ამ საკითხის კიდევ უფრო წინ წამოწევა გვსურს", - გადასცემენ თუ არა ლევანდოვსკის ოქროს ბურთს?

"ამ საკითხის კიდევ უფრო წინ წამოწევა გვსურს", - გადასცემენ თუ არა ლევანდოვსკის ოქროს ბურთს?
თარიღი 08 დეკ 2021, 17:12

"ბაიერნის" პრეზიდენტმა გერბერტ ჰაინერმა თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკისა და "ოქროს ბურთის" შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ლიონელ მესიმ მოიგო, პოლონელმა კი გამოკითხვის შედეგად მეორე ადგილი დაიკავა.

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რადგან რობერტმა ეს ჯილდო დაიმსახურა. ვფიქრობ, ცუდი არ იქნებოდა, თუ 2020 წლისთვის გადასცემენ მას ამ პრიზს".

"France Football-ის მთავარმა რედაქტორმა, პასკალ ფერემ წინადადებას მხარი დაუჭირა. ამ საკითხის კიდევ უფრო წინ წამოწევა გვსურს".

"ძალიან გამიხარდება, თუ რობერტი კარიერას "ბაიერნში" დაასრულებს. ეს ხშირად მითქვამს. კლუბში ყველა უზომოდ ვაფასებთ რობერტს", - თქვა მიუნხენური გრანდის პრეზიდენტმა Bild-თან ინტერვიუში.